ნატო-ს მაღალჩინოსანი – უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა 900 000 ადამიანს გადააჭარბა, აქედან 250 000 დაიღუპა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 900 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, საიდანაც 250 000 დაიღუპა, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ეს მონაცემები ნატო-ს მაღალჩინოსანმა ბრიუსელში, ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მისივე განცხადებით, დაჭრილ რუს სამხედროებს შორის ბევრმა, უხარისხო სამედიცინო დახმარების გამო, სამუდამო დაზიანებები მიიღო.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანახმად, რუსული არმიის დანაკარგები დღეში 1000-ს აჭარბებს, მათ შორის მოკლულებისა და დაჭრილების სახით, მაგრამ ახალწვეულების რეკრუტირების ტემპი ჯერჯერობით ემთხვევა მის დანაკარგებს.
”რუსული ჯარების წინსვლა უკრაინაში ნელდება, მისი დანაკარგები იზრდება, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს მძიმე დანაკარგების ატანა ნელი წარმატებების სანაცვლოდ,” -აღნიშნა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუსული საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ აღარ არის მზად ამას შეეგუოს.
ნატო-ს შეფასებით, ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან მძიმე რჩება. ალიანსის პროგნოზით, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ფრონტის ხაზსა, და ზოგადად, მთელ უკრაინაში ზეწოლას, რათა გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს თავისი უპირატესობა მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად.
„ბრძოლის ველზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსები ემზადებიან ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ამ ომში რუსეთის მიზნები შეიცვალა“, – განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?