“ძალიან შემაშფოთებელია, რომ ასეთი უკანდახევა ვიხილეთ საქართველოში” – ნიდერლანდები

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე, „ევროსკოპის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
“ძალიან შემაშფოთებელია, რომ ასეთი უკანდახევა ვიხილეთ საქართველოში. თქვენ ნახეთ კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება, ჩვენ სრულად ვდგავართ ამის უკან, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. საქართველოს მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი არის პროევროპული, ისწრაფვის ევროკავშირისკენ, ყველამ უნდა წაახალისოს ისინი, რომ გააგრძელონ ეს გზა. დღეს ნატოს მინისტერიალზე არ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ მისაღები ზომები, მაგრამ თქვენ ნახეთ ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯები, მათ შორის დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს