ყაველაშვილმა მედიის შემზღუდავ კანონებს ხელი დამტკიცების დღესვე მოაწერა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიის შემზღუდავ კანონებს ხელი დამტკიცების დღესვე, პირველ აპრილს, მოაწერა.
პირველ აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ორი რეპრესიული ცვლილება მიიღო.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.
„ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება. ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომლებიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
როგორც კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება უმნიშვნელოა, „ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები უსპობთ შესაძლებლობას, დახურვის პირას მისულმა მაუწყებლებმა სამომავლოდ გადარჩენა დონორების დახმარებით შეძლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა: კარგი გული, კარგი სული – მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე, ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე