და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ.
როგორც ნიკა მელია წერს ის საგამოძიებო კომისიაში, 11 აპრილს, 13:00 საათზე, არის დაბარებული. „Позвонили“, – წერს ნიკა მელია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე 8 აპრილს, 10:00 საათზე არის დაბარებული. „მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ”, – წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია