სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს რუსთაველზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს საღამოს, რუსთაველზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. როგორც ისინი ამბობენ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართავენ და სწორედ ეს იქნება მათი პასუხი, ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე.
განცხადების დეტალებზე ისინი არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი იქნება იმის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ “სჯის რეჟიმი ახალგაზრდებს ქვეყნის სიყვარული გამო.“
“რა მიზანი აქვს ამათ დაკავებას, ჩვენც ვერ ვიგებთ. ესენი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან და მათი დანაშული მეტი არ არის. ველოდებით დღევანდელი სასამრთლოს, დიდი მოლოდინები არ გვაქვს, მაგრამ ვნახოთ. არანარი მტკიცებულებები, არაფერი არ აქვთ და აბა რისთვის არიან? მეოთხე თვე ხდება და რისთვის არიან აქ გამომწყვდეულები. საღამოს 9 საათისთვის, რუსთაველზე ვიტყვით რასაც ვაპირებთ და როგორც ვაპირებთ“, – ამბობს მარინა ტერაშვილი.
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების