კრემლში „შესაძლებელი“ უწოდეს ვაშინგტონში პუტინის სპეცწარმომადგენლის ვიზიტს

კრემლში ადასტურებენ, რომ მოსალოდნელია ვაშინგტონში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ვიზიტი.
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დმიტრიევი -ში ამ კვირაში ჩავა და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, შეხვდება.
მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებმა დღეს, 2 აპრილს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს ს პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს.
„დიახ, ვადასტურებ. ასეთი ვიზიტი შესაძლებელია“, – პესკოვის ეს პასუხი ციტატად მოჰყავს ს სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსს“. პუტინის პრესმდივანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ განაგრძობენ „სხვადასხვა არხით ამერიკელებთან ურთიერთობას“.
კირილ დმიტრიევი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.
ის მონაწილეობდა რუსეთისა და -ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.
დმიტრიევი ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა. ამ პირებს აკრძალული აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.
CNN-ის წყაროთა თანახმად, იმისთვის, რომ კირილ დმიტრიევმა ვაშინგტონში ჩასვლა შეძლოს, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა