საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ამ მიმართულებით ცვლილება 16 სხვადასხვა კანონში შევიდა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, საბოლოო მოსმენით – 80 – ხმით, ერთხმად მიიღეს.
როგორც მმართველი უმრავლესობა აცხადებს, ტერმინი „გენდერი“ „გარედან იყო თავს მოხვეული“.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვალა – მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქვა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვალა ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“. კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვალა სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, .

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია