სააკაშვილს საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება – გურამ მაჭარაშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, ს ინიციატივა, ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობის ერთიანი კომიტეტის შექმნის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების საგანია. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეალობის განცდა აქვს დაკარგული.
მისივე თქმით, სააკაშვილი ვერანაირი გაერთიანების სათავეში ვერ იქნება.
“სააკაშვილს, სამწუხაროდ, საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება. კომიტეტი, პლატფორმა და უკრაინული ტანსაცმელი ვერ გააერთიანებს ვერაფერს. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დაკავშირებულია გაყოფასთან – საზოგადოება გაყო, ქვეყანა გაყო, საკუთარი პარტიაც კი გაყო. მისი ბიძის[თემურ ალასანიას] სიტყვები რომ გამოვიყენოთ, გახლეჩილი ურჩევნია საქართველოც და ყველაფერი. ამიტომ, ბუნებრივია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო