აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატში წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღევად კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე და მშვიდობის დამყარების შემდეგ ისევ მიმართავს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო შეჭრას.
აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა.
კანონპროექტს მხარს უჭერს სენატის 100-დან 50 წევრი. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც თავის ერთ-ერთ პრიოროტეტად გამოცხადებული აქვს უკრაინაში ომის დასრულება, გასულ კვირაში არ გამორიცხა, რომ თუ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს და მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, რუსულ ნავთობს მეორად ტარიფებს დაუწესებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?