Forbes-ის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა

ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ (Forbes) მილიარდერების ინდექსში, 2025 წლის 1 აპრილს განახლებული ცნობების თანახმად, სა და მისი ოჯახის ქონება წინა წლის $4,9 მილიარდიდან $2,7 მილიარდამდეა შემცირებული.
2024 წელს „ფორბსს“ ივანიშვილის ქონების ღირებულებად $4,9 მილიარდი ჰქონდა მითითებული, წელს, 2025 წლის 1 აპრილს ასახული ცვლილებების შემდეგ კი – $2,7 მილიარდს უთითებს.
გამოცემა ამ ცვლილების მიზეზებს არ განმარტავს – რედაქტორი მხოლოდ მიუთითებს ზოგად ცნობებს ივანიშვილის შესახებ, – რუსეთში გამდიდრებას, პოლიტიკურ კარიერას საქართველოში და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავას.
ამ რაოდენობის თანხით, მსოფლიოს მასშტაბის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი 1299-ე ადგილზეა.
მეორე გავლენიან გამოცემას, „ბლუმბერგს“, რომელიც ასევე აწარმოებს მილიარდერების ინდექსს, ბიძინა ივანიშვილის ქონება გაცილებით მეტად აქვს შეფასებული.
კერძოდ, „ბლუმბერგის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება $7,35 მილიარდად არის შეფასებული. თებერვალში, „ბლუმბერგის“ გამოთვლებით, ივანიშვილის ქონებამ მისთვის რეკორდულ $7,8 მილიარდს მიაღწია.
გამოცემები სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლიან ქონებას და სხვა მილიარდერების მაგალითზეც ჩანს განსხვავებები.
მაგალითად, უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებას ამჟამად ფორბსი $340 მილიარდად აფასებს, „ბლუმბერგი“ კი – $316 მილიარდად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით