ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: „ეს არის ჩვენი მიწები”

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის სთვის გადაცემის საკითხზე მედიის შეკითხვას ზუგდიდში ყოფნის დროს უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის ამ ნაბიჯს არალეგიტიმურს უწოდებს.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე. იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
იგეგმება ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო მდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადაცემა. შესაბამისი შეთანხმება რუსეთმა და ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელმძღვანელობამ 2022 წლის იანვარში მოსკოვში გააფორმეს.
როგორც ტელეგრამის არხები იუწყებიან, შეთანხმების რატიფიცირებას დე ფაქტო პარლამენტი 28 დეკემბერს აპირებს. „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ ე.წ. ხელისუფლება საკითხის ახალ წლამდე გადაწყვეტას ლობირებს.
· 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
· რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
· რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე – რეკრეაციული მიზნებისთვის.
· მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
· ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
· ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტმა არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება და აფხაზეთის ლიდერმა შეთანხმება გაიწვიოს.