,, ეს კითხვა რამდენჯერმე დავუსვი ეთერში გახარიას პარტიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ახლა რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს.
როგორც ამბობენ, რამდნენიმე პარტია (ძირითადად გახარიები და ლელო) წინააღმდეგია ერთობლივ დეკლარაციაში ჩაიწეროს, რომ ადგილობრივ არჩევნენში მონაწილეობას არ მიიღებენ.
თითქოს პრაგმატული მიდგომაა – საკუთარი ხელით რატომ უნდა შეიზღუდო მანევრირების სივრცე, ჯერ ბევრი დროა და რა იცი რა ხდება?
მაგრამ აქ სწორედ ეგაა მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა: და რა შეიძლება მოხდეს ისეთი რამაც ამ სუტუაციაში ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარეშე ღირებული გახადოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
ანუ რისთვის იტოვებ უკან დასახევ გზას? რა სცენარის შემთხვევაში წარმოგიდგენია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
ეს კითხვა რამდენჯერმე დავუსვი ეთერში გახარიას პარტიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე.
ამ კითხვაზე ნათელი პასუხის გაცემის გარეშე უკან დასახევი გზის დატოვება ანუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის არგამოროცხვა, ვნებს პროტესტს, რადგან გამოდის თავად პარტიებს არ სჯერათ პროტესტით მიზნის მიღწევის და მაშინ “ხალხს რა მოტოვაცია უნდა ქომდეს?“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია