კაია კალასი – აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა – რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და მომავალს ართმევს

აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ფოტოებიდან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან და გაშიფრული რადიო სიგნალებიდან ამ ყველაფრის უარყოფა შეუძლებელია. ზუსტად ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმ ტექნოლოგიით, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, ომის დანაშაულებისთვის დაუსჯელად დარჩენა შეუძლებელია, თუ ჩვენ გამოძიებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ ომში შესაძლო ჩადენილი დანაშაულები უბრალოდ დაუჯერებელია“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების „იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია“.
„რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და ქვეყანას მომავალს ართმევს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?