ანდრეი სიბიგამ და კესტუტის ბუდრისმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ლიეტუველ კოლეგას, კესტუტის ბუდრისს შეხვდა, – ამის შესახებ სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.
მისი თქმით, შეათანხმეს შემდგომი ნაბიჯები ს აგრესიასთან დასაპირისპირებლად და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ასევე განიხილეს უკრაინის გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ.
„მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაზრდელად, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით აგრესორზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, – წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ს დღეს ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ! – ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ მათთან, რომლებიც ერთ დროს მასთან თანამშრომლობდნენ

გიორგი ბაჩიაშვილი – ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამდა მუშტებით, შუშის ჭიქა თავზე გადამაფშვნა, ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელსა და სახეში, რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი – ციხის უფროსმა მითხრა, რომ არ იცოდა, თუ ეს მსჯავრდადებული იჩხუბებდა