დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს

რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის ჰელსინკი „გონებრივად უნდა მოემზადოს“.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მათთან, ვისაც ეს სურს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი არასდროს ყოფილა“.
„შეგახსენებთ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ჩვენ ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი თავიანთ ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”