Financial Times – მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გრენლანდიაზე „კონტროლის მოპოვების“ შესახებ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს -სა და დანიას შორის გამართული პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება.
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შორის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში იგეგმება, თუმცა გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-სა და დანიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე შეხვედრა შესაძლოა გაუქმდეს.
ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 აპრილს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”