კახეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

კახეთში, ბანაკ “მზიანეთის” ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბავშვი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ფანტანში ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის დროს, კომპლექსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.
გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ. მომხდარის დეტალებს პოლიცია იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია