“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს” – ანა ბუჩუკური სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის შესახებ

მსჯავრდადებული ს მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილისთვის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელია, მეორე ნაწილი კი ე.წ. სუპერ პაკის იდეასთან დაკავშირებით ინიციატივის დეტალებს ელოდება. ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.
სააკაშვილის ინიციატივა მიუღებელია პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურისთვის. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოიწონებს, თავის გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” დაეხმარება.
“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს. ოპოზიცია, რომელიც ამ სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას შეგნებულად ან სასარგებლო იდიოტის როლის შესრულებით, ხელს გაუწვდის და დაეხმარება “ოცნების” ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით კი, დეტალების გავრცელებისა და დაზუსტების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან, თუ არა ს ინიციატივას.
“სადმე თუ დავინახავთ, რომ საქმეზე ლაპარაკის ან პოზიციის გამოთქმის საშუალებაა, ნებისმიერ თემაზე, არსად დაგვეზარება მისვლა და თქმა, იქნება ეს “ქართული ოცნების”, თუ “ნაციონალური მოძრაობის” პროცესი. სააკაშვილის განცხადებას თუ მოჰყვება რეალური ქმედითი ნაბიჯები, გვეცოდინება რა თემებზეა საუბარი, ვინ არის, რა არის, როგორ ხდება ამბავი, მაგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე