NBC – ტრამპის განცხადებით, „ძალიან გაბრაზებულია“ პუტინზე და თუ ში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და იფიქრებს, რომ ეს ს ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინზე „ძალიან გაბრაზებულია“, რადგან ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ს ხელმძღვანელობის სანდოობა.
„თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას ში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია – რაც შეიძლება ასე არ იყოს… მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“, – განაცხადა ტრამპმა კვირას NBC News-თან სატელეფონო საუბრისას.
მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი მათთვის, ვინც შეიძენს ნავთობს რუსეთიდან.
”ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა

მარი ბიერე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას