დავით მათიკაშვილი – ახალგაზრდა თაობა ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას – გაიაზროს ის უმძიმესი დრო და კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც იდგა საქართველოს წინაშე, სადისტურ რეჟიმს რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა

ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა. სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე აფიშირდება, წარდგება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდა თაობა ვალდებულია „კარგად მოუსმინოს“ კომისიას.
„განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და საკმაოდ კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.