უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 172 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა 29 მარტის ღამეს უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 172 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ოლქებში 94 დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ გაშვებული 69 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქები დაზარალდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ