პროტესტის 122-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, თბილისში, 14:00 საათზე ქალი მძღოლების მსვლელობა გაიმართება – Scoot Scoot-ის შოურუმთან (გ. ჩუბინაშვილის #63)
19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
20:00 საათზე – პროტესტი პარლამენტთან
რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე – სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
თელავში, მერიის წინ, 19:00 საათზე – უწყვეტი პროტესტი;
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე – კი ევროპას, არა რუსეთს!
ჩხოროწყუში, მერიის წინ, 20:00 საათზე – გაბედე პროტესტი ყოველდღე!
