სექსი ორმხრივი შეთანხმებით – უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა

„მარკას“ ცბობით, სექსუალური ძალადობის საქმეში „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში გაამართლეს.
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2024 წლის თებერვალში გამოტანილი პირველი სასჯელი (4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა) დანაშაულის სერიოზული მტკიცებულებების არარსებობის გამო გააუქმა, რადგან „დაზარალებულის“ ჩვენების გარდა არაფერს არ ეყრდობოდა.
შეგახსენებთ, ერთი წლის პატიმრობის შემდეგ, 25 მარტს ბარსელონას სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელი 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ციხეში დაუმსახურებლად გატარებული დროის გამო, ის კომპენსაციას მიიღებს. ახლა დანი ლვეში ბარსელონაში იმყოფება.
მან დაპატიმრების შემდეგ
განაცხადა, რომ ბარსელონას ცენტრში, ღამის კლუბ “სატონში” 23 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. El Periódico წერდა: „ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე ვიდეოჩანაწერებზე შემდეგი დაფიქსირდა: გოგონა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაწესებულებაში 03:20 საათზე ბიძაშვილთან და მეგობართან ერთად მივიდა. ის დანისთან მხიარულობდა, რომელიც 03:44 საათზე ტუალეტში მარტო გავიდა, ორი წუთის შემდეგ კი “მსხვერპლი” თვითონ ეახლა ტუალეტში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ დაზარალებული თავად ფეხბურთელია“.
ერთი სიტყვით, უდანაშაულო ბრაზილიელმა საპატიმროში ერთი წელი დაჰყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში