“ანწუხელიძეა მათთვის მთავარი პრობლემა” – რა პლაკატისთვის დააკავეს გოგო

ფოტო – Mo Se
ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე:
არსებობს ასეთი მოკლე მოთხრობა, რომელსაც ჰემინგუეის მიაწერენ:
“იყიდება: ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი.” ეს უმოკლესი წინადადება არის მთელი ჯოჯოხეთური ამბავი, რომელიც მის მიღმა დგას და რომელიც თავზარს გცემს, თუკი ოდნავ მაინც გული და სული გაქვს შერჩენილი. დღეს ივანიშვილის რეჟიმმა ახალი საშინელებათა ჟანრის მოთხრობა დაწერა:
“ანწუხელიძე უკვდავია. ამ წინადადების თქმისთვის საქართველოში გოგო დაიჭირეს.” …
გახსოვთ აქციებზე ჯალათი პოლიციელები და გდდშნიკები რო ტიროდნენ, რამე რო იყოს, თქვენ აქ დარჩებით და მე ომში მომიწევს წასვლაო? დღეს ქართველმა პოლიციელებმა დაიჭირეს გოგო პლაკატისთვის, რომელზეც ეწერა “ანწუხელიძე უკვდავია”. ანწუხელიძეა მათთვის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ზუსტად მის ფონზე ანათებს ამათი ლაჩრობა და ღალატი ყველაზე მკაფიოდ.
სხვა შემთხვევაში, პოლიციელს ასეთი რამის გაკეთებისკენ ხელი როგორ უნდა მოგიბრუნდეს?

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს