მიანმარში ს, სულ მცირე, 144 ადამიანი ემსხვერპლა, 732 კი დაშავდა

BBC-სთან საუბრისას მიანმარის სამხედრო ლიდერმა, მინ აუნგ ჰლაინგმა თქვა, რომ ქვეყანაში მომხდარ მიწისძრვას, სულ მცირე, 144 ადამიანი ემსხვერპლა, 732 კი დაშავდა.

სამხედრო ლიდერი მოელის, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის დღეს, 28 მარტს მიანმარში ძლიერი მიწისძრვა მოხდა – -ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.

USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ინგრევა ერთ-ერთი მშენებარი ცათამბრჯენი, რომელიც ტაილანდში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით – პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ