უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს

უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს. ამის შესახებ იტყობინება სამხედრო მოსამსახურეებისადმი მოპყრობის საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი.
მათ შორის არიან კურახოვოს, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე დაღუპულები, ასევე იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საფლავებში.
ცხედრების გადატანას უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ახორციელებს. როგორც აღნიშნავენ, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებათა თანამშრომლებთან ერთად დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას.
საკოორდინაციო შტაბმა დააზუსტა, რომ დაღუპულთა დაბრუნება მოხერხდა თავად შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებების რწმუნებულის, განსაკუთრებულ ვითარებებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების სამდივნოს, უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურისა და უკრაინის სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა ძალისხმევით.
გარდა ამისა, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გასწია საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი