რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები განიხილეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ორმხრივი საკითხები განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები”, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ