მიანმარში, მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა – ტაილანდში, ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე 70 მუშას ეძებენ

მიანმარის ქალაქ ტაუნგუში მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში მდებარე მეჩეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ტაივანის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობაზე დასაქმებულ 70 მუშას ეძებენ.
ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია