მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს შეუერთდა, ფრანგული პრესა აქტიურად წერდა, რომ დედაქალაქური კლუბი “პარტენოპეის” კიდევ ერთ შემტევს, ვიქტორ ოსიმენს დაიმატებდა. ცნობილმა ბელგიელმა ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ ამ ჭორებს ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ნიგერიელთან მუშაობა პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ სურს.
“ლუის ენრიკეს ვიქტორ ოსიმენის ცხოვრების სტილი არ მოსწონს, ნიგერიელს ღამის კლუბებში სიარული და გართობა უყვარს, რის გამოც ზოგჯერ უსიამოვნო სიტუაციებშიც ეხვევა.
ესპანელმა სპეციალისტმა ვიქტორის ტრანსფერი უკვე დაბლოკა. და ამის მიზეზი ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაა”, – განაცხადა ტავოლიერიმ.
შეგახსენებთ, ოსიმენი
ამჟამად “ნაპოლიდან” იჯარის წესით “გალათასარაიში” ასპარეზობს და შესანიშნავ სეზონსაც ატარებს, ნიგერიელის ანგარიშზე 30 მატჩში 26 გატანილი გოლი და 5 საგოლე პასია.
