რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 78 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, დრონების თითქმის ნახევარი – 32 დრონი – ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 19 უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 17 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 6 – ბელგოროდის ოლქში, 2 უპილოტო საფრენი აპარატი – ლიპეცკის ოლქში, თითო-თითო დრონი კი – როსტოვისა და ტამბოვის ოლქების ტერიტორიებზე.
