ირანმა ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინადადებას უპასუხა

ირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი, რომელშიც ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია შეთავაზებული, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას CNN-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოფიციალური პასუხი მოიცავს წერილს, სადაც ჩვენი შეხედულებები სტატუს-კვოსა და ბატონი ტრამპის წერილთან დაკავშირებით სრულად არის ჩამოყალიბებული და გადაცემულია მეორე მხარისთვის“, – განაცხადა არაღჩიმ და დასძინა, რომ წერილი ომანის საშუალებით გაიგზავნა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ არ აპირებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს, სანამ ქვეყანა სამხედრო საფრთხეებს და ზეწოლას ექვემდებარება და რომ მხოლოდ ირიბი მოლაპარაკებები შეუძლიათ.
ცნობისთვის, ტრამპის წერილში, რომელიც ირანს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადასცა, აღნიშნულია, რომ ირანს ორთვიანი ვადა აქვს შეთანხმების მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?