აშშ-მა შეაჩერა შესატანის გადახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, – ამის შესახებ Reuters-ს შეატყობინა სამმა წყარომ, რომლებიც იცნობენ ვითარებას.
გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობების ფონზე, გააძლიეროს მთავრობის ხარჯების შემცირება.
ტრამპის ადმინისტრაცია ზურგს აქცევს გლობალურ ინსტიტუტებს, რომლებიც მისი აზრით, ეწინააღმდეგება მის ეკონომიკურ პოლიტიკას “ამერიკა უპირველეს ყოფლისა”.
აშშ აპირებს გასვლას ზოგიერთი ორგანიზაციიდან, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და შეამცირა შენატანები სხვა ორგანიზაციებში, ფედერალური ხარჯების ფართო გადახედვის ფონზე. მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ს განზრახვაზე, ნატოს მიმართ პოლიტიკას გადახედოს.
4 მარტს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეხვედრაზე ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით, აშშ-ის დელეგატმა განაცხადა, რომ 2024 და 2025 წლების ბიუჯეტებში გადახდები შეჩერებულია საერთაშორისო ორგანიზაციებში შესატანების გადახედვის მოლოდინში. მან აღნიშნა, რომ აშშ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინებს შედეგებს დაუზუსტებელ ვადაში, განაცხადა შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმირებულმა მცოდნე ორმა წყარომ.
მესამე წყარომ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ WTO შეიმუშავებს „გეგმა B“-ს დაფინანსებაში ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში. მას დეტალები არ დაუზუსტებია.
სამივე წყარომ მოითხოვა კონფიდენციალურობის დაცვა, რადგან შეხვედრა საბიუჯეტო საკითხებზე დახურული იყო და აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეჩერება ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული.
Reuters-ის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, აშშ-ს ჰქონდა 22,7 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (25,70 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დავალიანება. სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 21 თებერვლით.
WTO-ს წესების მიხედვით, ნებისმიერი წევრი, რომელიც ვერ იხდის თავის შესატანს ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ექვემდებარება „ადმინისტრაციულ ზომებს“ – სადამსჯელო ნაბიჯების სერიას, რომლებიც თანდათან უფრო მკაცრდება, რაც უფრო დიდხანს დარჩება ვალი გადაუხდელი.
ფორუმი