მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა “სუპერ პაკი” – ვინ როგორ აფასებს მსჯავრდებული პრეზიდენტის შეთავაზებას

კლინიკა “ვივა მედიდან” ამჯერად ახალი სუპერ პაკის, იგივე პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის ინიციატივა გაჟღერდა. მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე, მიმდინარე სასამართლო პროცესი დღესაც, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. ექსპრეზიდენტმა, ოპოზიციას წყენის დავიწყებისა და ახალი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე ისიც დააკონკრეტა, რომ ახალი გაერთიანების ბირთვი “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს.

სააკაშვილის სუპერ პაკის ინიციატივა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა ოპოზიციის მისამართით ახალი დავალება გასცა და მათი გაერთიანების შემთხვევაში, საზოგადოებას არჩევანის გაკეთებაც გაუადვილდება.

ყოფილი პრეზიდენტის იდეის არსი სასამართლოშივე განმარტეს პარტიის ლიდერებმა. თქვეს,რომ ახალი კომიტეტი ერთიანობის და დიალოგის ადგილი უნდა იყოს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით საჯარო შეთავაზება უკვე გაგზავნილია.

საჯარო შეთავაზებას არ იღებს ოპოზიციის დიდი ნაწილი და სააკაშვილის იდეას ხელოვნურს და არასერიოზულს უწოდებს. “ლელო”, “გირჩი” და გიორგი გახარიას პარტია “”საქართველოსთვის”” ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარსულია და წარსულში უნდა დარჩეს.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები, კომიკურია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული შიდა განხეთქილების ფონზე, პარტიის ლიდერი კონსოლიდაციას ვერც საერთო ოპოზიციურ ველზე შეძლებს.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი საკუთარი სურვილით დატოვა. ექსპრეზიდენტმა უარი თქვა, იმ 3 მოწმის ჩვენების მოსმენაზე, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მასობრივი დაშლის შედეგად დაზარალდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები

ძალიანაც კი უნდათ ორგანიზატორებს იხილონ დასისხლიანებული აქციის მონაწილეები, მაგრამ ვერ ეღირსებიან თუ რამე კანონსაწინააღმდეგო არ ჩაიდინეს, მაშინაც მხოლოდ დაკავება და არანაირი მერაბიშვილ-ადეიშვილის მეთოდები