„ქართული ოცნება“ აფართოებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს

„ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისიის საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.
„მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს“, – თქვა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად:
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა.