“ერთი წუთით წარმოვიდგინოთ კოშმარი, რომ პუტინმა საქართველოში რუსული მთავრობა დასვა, რას იზამდა პუტინის მეფისნაცვალი აქ?” – ნინო ლომჯარია

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ კოშმარი, რომ პუტინმა საქართველოში რუსული მთავრობა დასვა, რას იზამდა პუტინის მეფისნაცვალი აქ? ჩემი აზრით: – საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ოფიციალურად შეაჩერებდა; – გაწყვეტდა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, სამხედრო წვრთნებს და დახმარებას; – 2008 წლის ომზე დაიწყებდა გამოძიებას საქართველოს ბრალის გამოკვეთის მიზნით; – საქართველოს პარლამენტის შენობაში საჯაროდ წაიკითხავდა მედვედევის წერილს, როგორც სანდო მტკიცებულებას, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთს ომის დაწყება არ უნდოდა; – ყველა დამოუკიდებელ მედიას და უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას გამოაცხადებდა დასავლეთის აგენტებად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა მათ წინააღმდეგ, დაიჭერდა ან ქვეყნიდან გააქცევდა მათ; – საწინააღმდეგო აზრის მქონე საჯარო მოხელეებისგან გაწმენდდა საჯარო სექტორს; – მაღალ თანამდებობებზე გაუნათლებელი და უინტელექტო, მედროვე ადამიანების დანიშვნა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდებოდა; – ქვეყნის შიგნით გააყალბებდა ყველა არჩევნებს, ხოლო დიასპორას არ მისცემდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას; – სისასტიკით და წამების თანხლებით დაარბევდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს; – ახალგაზრდებს სპეციალურად დაუსახიჩებდნენ სახის ძვლებს, რომ ყველას ენახა და შეშინებოდათ; – აქციაზე დგომისთვის ისეთ ფინანსურ სანქციებს დააწესებდა, რომ ადამიანები სიღატაკისთვის იქნებოდნენ განწირულები; – ვისაც პოლიცია ვერ სცემდა, მას ნიღბიან კრიმინალებს აცემინებდნენ. ამისთვის არავინ დაისჯებოდა; – დააყადაღებდა ყველა ფონდს, რომელიც რეპრესირებულ მოქალაქეებს ეხმარება; – იმეგობრებდა და პარტნიორობას დაამყარებდა ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყანასთან; – სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად გააშუქებდა როგორი გარყვნილია დასავლეთი; – ეყოლებოდა პოლიტიკური პატიმრები; – საქართველო დატოვებდა ევროსაბჭოს; – კომსტიტიციიდან ამოიღებდა 78-ე მუხლს; – შექმნიდა ორ სოციალურ ფენას: კორიფციულ ელიტას და უკიდურესად გაღატაკებულ ფენას. ორივეს მის სამსახურში ჩააყენებდა; – სახელმწიფო ტელევიზიაში განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის საქმეს პროკურატურას გადასცემდნენ გამოსაძიებლად; – საქართველოს ეყოლებოდა დასავლეთიდან დასანქცირებული სამართალდამცავები, პოლიტიკოსები მოსამართლეები.
შეგიძლიათ გააგრძელოთ…