კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა დახმარებისთვის ვლადიმერ პუტინს მიმართა

კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა ევგენია გუცულმა დახმარებისთვის ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ევგენია გუცულის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გაგაუზიის ხალხის სახელით, რომელსაც არასდროს უღალატია თავისი ისტორიული მეგობრებისთვის, მოგმართავთ და მოგიწოდებთ: გამოიყენეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების სრული არსენალი მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რათა პოლიტიკური რეპრესიები დაუყოვნებლივ შეწყდეს და ჩემი სწრაფად გათავისუფლება მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ევგენია გუცული ს პრეზიდენტს რეგიონის ავტონომიური სტატუსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ასევე გთხოვთ თქვენ, როგორც სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც სამართლიანობას ყოველთვის იცავს, დამოუკიდებელი მოლდოვის რესპუბლიკის ფარგლებში გაგაუზიის ავტონომიური სპეციალური სტატუსის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს დააკავეს. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.