ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში იანვარსა და თებერვალში დამატებით სამი ათასი სამხედრო გააგზავნა

სააგენტო AP-ი სამხრეთი კორეის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთში დამატებით სამი ათასი სამხედრო გააგზავნა უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის.
სამხრეთი კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თანახმად, რუსეთში ფხენიანი აგზავნის ასევე იარაღს, რაკეტებს, საარტილერიო დანადგარებს და საბრძოლო მასალას.
მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა ფრონტზე ვითარების შესაბამისად იცვლება.
რუსეთისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა შეიცავს მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, 17-მილიმეტრიან თვითმავალ ჰაუბიცებს და ზალპური ცეცხლის 240-მილიმეტრიან რეაქტიულ დანადგარებს.
რუსეთში, ჩრდილოეთ კორეამ სულ 11 ათასი სამხედრო გაუშვა საომრად. ეს იყო მისი პირველი მონაწილეობა ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტში კორეის ომის (1950-1953 წლები) შემდეგ.
სამხრეთი კორეის მონაცემებით, მათგან ოთხი ათასი დაიღუპა ან დაიჭრა. მათ რიგებში მსხვერპლის დიდი რაოდენობა თანამედროვე ომში საბრძოლო გამოცილების არქონას უკავშირდება.

სამხრეთი კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსი მეთაურები მათ პირდაპირი იერიშებისას იყენებენ არასაკმარისი საცეცხლო მხარდაჭერით.
უკრაინის სამხედროების თანახმად, კორეელმა ჯარისკაცებმა ფასეული გამოცილება შეიძინეს ამ ომში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კურსკის ოლქში ბრძოლებში რუსეთის სტრატეგიაში.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?