წითელ ზღვაში, ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რასაც, 6 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუბერნატორს დაღუპული პირების ეროვნება არ დაუდასტურებია.
ჰურგადაში რუსეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავში, SINDBAD-ში, ეკიპაჟის წევრების გარდა, 45 რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
„პირველადი მონაცემებით, ბორტზე მყოფთა უმეტესობა გადაარჩინეს და გადაიყვანეს ჰურგადაში მდებარე სასტუმროებსა და საავადმყოფოებში“, – აცხადებენ საკონსულოში.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტის ბედს ამ დრომდე არკვევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?