“რუსი რეკეტიორია… ანაკლიის წილში ჩაჯდომა უნდოდა” – ხაზარაძე ივანიშვილზე

ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-რეკეტში ამხელს – ხმაურიანი განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი. მან ჩაანაცვლა წინა ბიზნესმზე თავდასხმები უფრო დახვეწილი, რუსული მეთოდებით”- ამბობს ხაზარაძე და ანაკლიის პორტში ოლიგარქის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება.
“ეს არის მოგუდვის და ვითომ “დამეგობრების” მეთოდი. სინამდვილეში, კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი და ვინც მას ეურჩება, მასზე პირდაპირ მიდის სასამართლო. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში – ანაკლია არ იყო მხოლოდ სტრატეგიული პროექტის გაჩერება და რუსების ინტერესები, აქ იყო პიროვნული ამბავი. მას (ბიძინა ივანიშვილს) უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ მან ამაზე ღიად კატეგორიული უარი განაცხადა, მერე იყო შემოთავაზება რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებოდით, რადგან გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია. მეორე მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ არის ბაჩიაშვილის მაგალითი, სადაც მას ივანიშვილმა კომპანიის 50% მოსთხოვა, არგუმენტურებული პასუხის რომ მიიღო, მის წინააღმდეგ 11 წლიანი გამოაცხადა ივანიშვილის მურუსიძეის სასამართლომ. კიდევ ვიმეორებ, თუ რამე არსებობს, ჩენ მზად ვართ ამას პასუხი სასამართლოში გავცეთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?