სენატის საგარეო კომიტეტი „მეგობარი აქტის“ დღეს განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მეგობარი აქტის“ განხილვა დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება.
აქტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ.
მოსმენა 11 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო. კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?