CNN – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაგზავნა და დამატებითი ძალები იმ 11 000 სამხედროს დაემატა, რომლებიც ფხენიანს აქამდე ჰყავდა გაგზავნილი.
სეული აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაგზავნილი სამხედროებიდან 4000 დაიღუპა ან დაშავდა.
ამასთან, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?