სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორ როინ ხინთიბიძეს სასამართლოში 2 მოწმე – სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი ჰყავს წარმოდგენილი.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე კვარაცხელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?