უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 86 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 86 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 86 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერნიგოვის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში რუსების მიერ გაშვებული 42 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 26 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?