საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი). ბერი სერაფიმე დაიკრძალება შაბათს, 29 მარტს ამავე მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი სერაფიმე,” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?