“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მენეჯერმა და ფუნქციონერმა ლეონარდომ QS-თან ინტერვიუში თქვა, რომ კლუბმა დაკარგა სულისკვეთების მნიშვნელოვანი ნაწილი, მას შემდეგ რაც 2023 წლის ივნისში ტექნიკური დირექტორის პოსტიდან პაოლო მალდინი გაათავისუფლა.
ლეგენდარული მცველი “როსონერის” ტექნიკურ დირექტორად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ თანამდებობაზე მან სწორედ ლეონარდო შეცვალა.
“მილანს სჭირდება უფრო ძლიერი სულისკვეთება? ასე იყო პაოლო მალდინისთან ერთად. მისი ტექნიკური დირექტორის დროს კლუბმა მოიგო სკუდეტო და გააღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
შემდეგ ის გაათავისუფლეს და მასთან ერთად წავიდა ვნების მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა ყველა “მილანს” ხედავს
დაცარიელებულად და სულმოკლედ, მაგრამ ეს გაივლის. გარდა ამისა, ვფიქრობ, კლუბი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა”, – თქვა ლეონარდომ.
