სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ,,ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
„შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!