სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე – მზად ვართ ერთად გავაძლიეროთ სტაბილურობა რეგიონში

გიტანას ნაუსედასთან საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა განვიხილე. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედასთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
“შევხვდი გიტანას ნაუსედას, რათა განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა, და ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ერთად, მზად ვართ გავაძლიეროთ სტაბილურობა რეგიონში”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!