ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან – გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა

მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება „საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა“.
“მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომლის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. სწორედ ამიტომ ოთხ თვეში უკრაინას ორჯერ ვეწვიე. სწორედ ამიტომ ვეწვიე მოლდოვას მარტის დასაწყისში და მიმდინარე წელს ორმხრივ სამიტს მოვიწვევთ. სწორედ ამიტომ პირველი სამიტი, რომელსაც თავმჯდომარეობდი, დასავლეთ ბალკანეთთან იყო, რეგიონთან, რომელსაც მაისში ვეწვევი”, – განაცხადა კოშტამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას