ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან კამათზე – მე ვიცავდი უკრაინის ღირსებას

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან კამათისას უკრაინის ღირსებას იცავდა.
ეს განცხადება ზელენსკიმ გამოცემა Time-თან ინტერვიუში გააკეთა.
„რატომ იცავდნენ თავს უკრაინელები ამ ომის დასაწყისში? ეს იყო ღირსების გამო. ჩვენ თავს არ მივიჩნევთ რაღაც ზესახელმწიფოდ. მაგრამ უკრაინელები ძალიან ემოციურები არიან და როცა საქმე ეხება ჩვენს ღირსების გრძნობას, თავისუფლებას, დემოკრატიას, ჩვენი ხალხი დგება და ერთიანდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ ოვალურ კაბინეტში იხილავდნენ მტკიცებულებას, რომ შეერთებული შტატები მათ მოკავშირედ რჩება.
„მაგრამ იმ მომენტში გაჩნდა განცდა, რომ არ იყვნენ მოკავშირეები, ან არ იკავებდნენ მოკავშირის პოზიციას. იმ საუბარში მე ვიცავდი უკრაინის ღირსებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას