მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” – რატი იონათამიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შესახებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ შეკრებილები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილის პროცესსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქციას ეხმაურება მმართველი გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალეა. აქციებს კი მხოლოდ ვიწროპარტიული მოტივი აქვს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასამართლო სხდომები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ტარდება, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას, პროცესის შესახებ თავად გამოიტანოს დასკვნები.
“პროცესები მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. საზოგადოებას, ამით ეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები, მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სასამართლოს წინ მიმდინარე მცირე აქცია თვალნათლივ წარმოაჩენს “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ კრიზისს.
“ნებისმიერი სახის მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” და რადიკალურ ოპოზიციაში და მათი ლუსტრაციისა და მხილების მეტს არაფერს არ აკეთებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდაზიანება პოლიტიკაშიც, ისევე, როგორც ციხეში, არის მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის და სხვადასხვა ფორმით. მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებმა) თვითდაზიანების კიდევ ერთი ფორმა აირჩიეს – ეს არის თვითდაპატიმრება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა